News
ფილოსოფიის დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია (EN)
03.08.2024
2024 წლის 3 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტები. კონფერენცია გახსნა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფესორმა თენგიზ ირემაძემ. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მოხსენებები ანტიკური ფილოსოფიის, ქრისტიანული ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიის ისტორიის და პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხების შესახებ. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მათ
მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.
კონფერეციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე - სიყვარულის გაგება პავლე მოციქულის მოძღვრებაში
მირიან გუნია - პლატონური მითოსი და კაბადოკიელ მამათა ტრინიტარული მისტაგოგია
ლევან გეგეშიძე - ომის ეთიკა „ბჰაგავად გიტას“ მიხედვით
თორნიკე გოგინაშვილი - თომა აქვინელის მენტალური სიტყვის თეორია
გიორგი გოგუა - პოლიტიკურ-სამართლებრივი აზროვნების სპეციფიკა ახალი დროის ქართველ ფილოსოფოსებთან და მათი იდეური კავშირი ფრანგ განმანათლებლებთან
ბექა ძოწენიძე - „კალმასობა“, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი თხზულება
ვახტანგ ჯიჯიეშვილი - ფილოსოფიის განსაზღვრებები იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით
გიორგი ქავთარაძე - მელიტონ კელენჯერიძის „ვეფხისტყაოსნის ტიპები“