News

დისკუსია მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან (EN)

31.10.2019

2019 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია პერგამონის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატიო დოქტორის მინიჭების საზეიმო ცერემონიაზე წაკითხული მოხსენების სხვადასხვა ასპექტი, ასევე, თანამედროვეობის აქტუალური საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხები.