News

დემოკრატიის ეროვნული ფონდის ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები სტუმრად უნივერსიტეტში (EN)

24.09.2022
2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები იან მაკგინითი და ენდრიუ ლინდერი, მათთან ერთად, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს თენგიზ ირემაძეს. დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მაისში გაიმართა ვაშინგტონში. დღევანდელი საპასუხო ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.