News
ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა იორკის(კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, რელიგიათმცოდნეს, ბატონ როლანდ შაინიძეს და კანადის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს კომუნიკაციის მენეჯერს, ბატონ რიჩარდ მატონს (Richard Mutton). (EN)
22.07.2016
კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო აუდიტორიაში ბატონმა როლანდ შაინიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ახალი რელიგიების პრობლემა აშშ-სა და კანადაში“. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები. მოხსენების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა.