News

ახალი საქართველო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა (EN)

08.12.2020

2020 წლის 8 დეკემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელს აწერენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, სპეციალისტების გაცვლას, უნივერსიტეტის მკვლევართა სტაჟირებას.