News

ახალი საერთაშორისო პუბლიკაცია (EN)

20.11.2018

2018 წლის ნოემბერში, ბენიამინის საგამომცემლო სახლმა (ამსტერდამი/ფილადელფია) გამოსცა ახალ სამეცნიერო კრებული: Veritas et subtilitas: Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in Memory of Burkhard Mojsisch (1944-2015).  კრებული ეძღვნება თვალსაჩინო გერმანელი ფილოსოფოსის ბურკჰარდ მოიზიშის ხსოვნას, მასში თავმოყრილია 25 ახალი სამეცნიერო გამოკვლევა ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ახალი დროის ფილოსოფიის შესახებ. კრებულის რედაქტორები არიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე და უდო რაინჰოლდ იეკი. კრებულში წარმოდგენილია 7 ქვეყნის 26 მკვლვარის სამეცნიერო სტატია, მათ შორის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების გამოკვლევები.  

კრებულის ავტორები: 

ალესანდრო სტავრუ (იტალია), იენს ჰალფვასენი (გერმანია), რუდოლფ რენი (გერმანია), თომას ლაინკაუფი (გერმანია), თომას ველტი (გერმანია), დირკ კიურსკენი (გერმანია), ჰელმუტ შნაიდერი (გერმანია), თენგიზ ირემაძე (საქართველო), გიორგი თავაძე (საქართველო), გიორგი ხუროშვილი (საქართველო), კატია კრაუზე (გერმანია), ჰენრიკ ანცულევიჩი (გერმანია), ნორბერტ ვინკლერი (გერმანია), მარკუს ფიურერი (აშშ), გერჰარდ კრიგერი (გერმანია), ვირჯინი პექტაში (საფრანგეთი), მიხეილ ხარკოვი (რუსეთი), ოლაფ პლუტა (გერმანია), ანდრეას კამპი (გერმანია), ჰანს ულრიხ ვიოლერი (გერმანია), ალენ დე ლიბერა (საფრანგეთი), გურამ თევზაძე (საქართველო), უდო რაინჰოლდ იეკი (გერმანია), მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი (საქართველო), იოახიმ ფონ ვედელი (პოლონეთი), ლალი ზაქარაძე (საქართველო).