announcements
ცხადდება საბუთების მიღება სამაგისტრო პროგრამებზე (EN)
ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციფიკის გათვალისწინებით, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) განცხადება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად საუნივერსიტეტო გამოცდებზე დაშვების თხოვნის შესახებ;
გ) ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მისივე დედნის წარდგენით - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა);
ე) ფერადი ფოტოსურათი (2 ცალი / 3X4-ზე), ელექტრონული ვერსიითურთ.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ცხადდება და ჩატარდება შემდეგ საგნებში:
1. ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე:
(ა) უცხო ენა – 24.09.2019 (11:00 სთ.).
(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 25.09.2019 (11:00 სთ.).
(გ) ფილოსოფიის საფუძვლები – 26.09.2019 (11:00 სთ.).
2. ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე:
(ა) უცხო ენა – 24.09.2019 (11:00 სთ.).
(ბ) ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები – 25.09.2019 (11:00 სთ.).