announcements
დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის ლექციები (EN)
2020 წლის 17, 18, 19 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის ერთობლივი ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართება წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორის, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსის საჯარო ლექციები:
17 თებერვალი, 14:00 სთ. - ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი;
18 თებერვალი, 14:00 სთ. - ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება;
19 თებერვალი, 14:00 სთ. - სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსები მართლმადიდებლობაში.
დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი არის წმ. ვლადიმირის სემინარიის პროფესორი ეთიკის მიმართულებით და მაკმიურეის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით. იგი არის 100-ზე მეტი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.