announcements

ახალი საპატიო დოქტორის ინაუგურაცია (EN)

2022 წლის 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფ. ქრისტოს იანარასს მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება.
 
ქრისტოს იანარასი გამოჩენილი ფილოსოფოსი და თეოლოგია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თანამედროვე სამყაროში, ქრისტიანული ფილოსოფიისა და მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
მისი ასობით ნაშრომი გამოცემულია მსოფლიოს 19 ენაზე. პროფ. იანარასი არის ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის, ბოსტონის „წმინდა ჯვრის კოლეჯის“, ბელგრადის უნივერსიტეტის და სხვა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუციების საპატიო დოქტორი და მკვლევარი. მსოფლიო საპატრიარქოსაგან მას მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „არქონტი, დიდი რიტორი“.
 
დღის წესრიგი:
 
15:00-15:10 - სხდომის გახსნა - პროფესორი თენგიზ ირემაძე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი
15:10-15:20 - წარდგინება ფაკულტეტის მიერ - პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
15:20-15:30 – წარდგინება არქივის მიერ - პროფესორი ლალი ზაქარაძე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე
15:30-15:45 - საზეიმო მოხსენება ქრისტოს იანარასის შესახებ - პროფესორი გიორგი ხუროშვილი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის მოადგილე
15:45-16:00 - ქრისტოს იანარასისთვის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი
16:00 – 16:45 - პროფ. ქრისტოს იანარასის საზეიმო მოხსენება
16:45-17:00 - საზეიმო სხდომის დასასრული