Academic Personal
IRAKLI KAKHIDZE
ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
დაიბადა ქ. თერჯოლაში 1983 წელს. 2001 წელს დაამთავრა თერჯოლის N 2 საშუალო სკოლა, 2002 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2006 წელს დაამთავრა (სოციოლოგის კვალიფიკაციით).
2007-2009 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით სოციოლოგია. 2009 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „პოლიტიკური ლიდერის იმიჯის კონსტრუირება და ელექტორალური მოქმედების თავისებურებები“.
2009-2014 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით.
2011 წლიდან არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.
2013 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი სოციოლოგიის მიმართულებით.
2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.
2022 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ძალაუფლების ეპიფენომენთა სტრუქტურული ტრანსფორმაცია ინფორმაციულ საზოგადოებაში“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ირაკლი კახიძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: სოციოლოგიის კვლევის მეთოდები, პოლიტიკური სოციოლოგია, ძალაუფლების სოციოლოგია, ინფორმაციული საზოგადოების სოციოლოგია და სოციალური მედია.
გამოქვეყნებული ნაშრომები
მონოგრაფიები (ავტორი/თანაავტორი):
- „სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერა“, რედაქტორი ზ. ჭელიძე, სტატისტიკური პუბლიკაცია, გამომცემლობა „ფავორიტი პრინტი“, თბილისი, 2011.
- „საქართველოს მუნიციპალიტეტების რუკები“, რედაქტორი ზ. ჭელიძე, სტატისტიკური პუბლიკაცია, გამომცემლობა „ფავორიტი პრინტი“, თბილისი, 2011 (ფაილის ზომა: 378 Mb).
- „სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში: რეალური ვირტუალურის კულტურა?“ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2013.
- „ევროპეიზაციის პერფორმანსი - პოლიტიკური და პოპულარული დისკურსები ევროპეიზაციის შესახებ საქართველოში“, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016.
სტატიები:
- ძალაუფლების გაგება თანამედროვე საზოგადოებაში, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 42-48.
- Peculiarities of Power Transformation in the Modern Georgia, in: Acta Politica Polonica, nr 4/2018 (46), pp. 5-13.
- Social Media Perspectives in Informational Society”, in: European Scientific Journal, special edition, 2016, pp. 94-102
- ინფორმაციული საზოგადოების არსი და მისი ძირითადი თავისებურებები, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 4 (თბილისი, 2017 წ.), გვ. 63-68.
- პოლიტიკური ლიდერი და ელექტორალური მოქმედების თავისებურებები საქართველოში, კრებულში: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორი: ა. ბერძენიშვილი, თბილისი, 2011, გვ. 87-103.
- მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა), ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/142
- წერეთელი მიხეილ (მიხაკო), ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://encyclopedia.ge/ka/articles/116
- ძალაუფლების გაგება თანამედროვე საზოგადოებაში, http://petritsiportal.ge/ka/article/81
- ინფორმაციული საზოგადოების არსი და მისი ძირითადი თავისებურებანი http://petritsiportal.ge/ka/article/33