News
2020 წლის 30 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორი ახალი გამოცემის პრეზენტაცია:
- თენგიზ ირემაძე - იოანე პეტრიწი, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ.
- ჰანს-გეორგ გადამერი - ყოფიერება-სული-ღმერთი, ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
2020 წლის 25 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, დოქტორი კაუპო კანდის ლექცია თემაზე: „ჰააგის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“. დოქტორმა კანდიმ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა ჰააგის სასამართლოს საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2020 წლის 24 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „ფილოსოფიის სათავეები და საქართველო“. სემინარს უძღვებოდა ფილოსოფიის დოქტორი კაუპო კანდი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2019 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტოს იანარასი - ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“. ტექსტი ქართულად თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, რედაქტორი: თენგიზ ირემაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
2019 წლის 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიამ გამართა ტრეინინგი: „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“. ტრეინინგს უძღვებოდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ირაკლი კახიძე. ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის X, XI, XII კლასების მოსწავლეები. ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: მოტივაცია და თვითგანვითარება, ლიდერობის თეორიული და პრაქტიული ასპექტები, ლიდერობის ბუნება და ტიპოლოგია, დროის მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ტრეინინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
2019 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია პერგამონის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატიო დოქტორის მინიჭების საზეიმო ცერემონიაზე წაკითხული მოხსენების სხვადასხვა ასპექტი, ასევე, თანამედროვეობის აქტუალური საღვთისმეტყველო და საეკლესიო საკითხები.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 30 ოქტომბერს, უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საზეიმო ღონისძიებაზე მიტროპოლიტმა იოანემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.
2019 წლის 19 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის სემინარი: „სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა ანტიკურ აზროვნებაში“. სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
2019 წლის 18 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. ჯაკომო რინალდისთან. პროფ. რინალდიმ შეაჯამა სამი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები და გამართული სემინარები. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფ. რინალდიმ სერტიფიკატები გადასცეს ჰეგელის სკოლასა და კვალიფიკაციის კურსებში მონაწილე სტუდენტებსა და მკვლევარებს.
2019 წლის 17 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფ. თენგიზ ირემაძეის ახალი წიგნის „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ პრეზენტაცია. პრეზენტაცია ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენელბი, სტუდენტები სასულიერო პირები და უნივერსიტეტის უცხოელი სტუმრები. წიგნი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სისტემური გააზრების ახალ მცდელობას. მასში, კრიტიკულად არის შეფასებული, დღემდე ფართოდ გავრცელებული, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მთავარი პრინციპები, შემოთავაზებულია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გაგების ახალი გზები და მოდელები.