სიახლეები
სემინარი: „რწმენა და ცოდნა: თანამედროვე კონტექსტი“
14.11.2026
2026 წლის 14 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა, თენგიზ ირემაძემ და ლალი ზაქარაძემ, სემინარი გამართეს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ბრიუსელის სამრევლოში თემაზე: „რწმენა და ცოდნა: თანამედროვე კონტექსტი“. ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. უნივერსიტეტის დელეგაციას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი მასპინძლობდა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ნაყოფიერი დისკუსია და აქტიური მსჯელობა რწმენისა და ცოდნის, როგორც ქრისტიანული აზროვნების ორი უმნიშვნელოვანესი განზომილების, ურთიერთმიმართებისა და მათი თანამედროვე მნიშვნელობის შესახებ.