სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუმრად უნივერსიტეტში
2026 წლის 6 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. მინისტრმა მიქანაძემ დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნო მის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს თანამშრომლები, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა.
შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ განაცხადა: „უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებით, კიდევ უფრო ამყარებს მის ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე - მომავალ წელს აქ მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც 400-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას. ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას, მის დანიშნულებას და განსაკუთრებულ როლს როგორც ფოთის, ასევე მთლიანი ქვეყნის განვითარებაში.”