სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სესია: „ნიკეა და წმინდა სამება“
08.06.2025
2025 წლის 5 ივნისს, ქ. რომში გაიმართა ნიკეის კრების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სესია: „ნიკეა და წმინდა სამება“, სესიას თავმჯდომარეობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუროშვილი. სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული თეოლოგიისა და ისტორიის მკვლევრები აშშ-დან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან.