სიახლეები

დიპლომების გადაცემის ცერემონია

21.02.2026

2026 წლის 21 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 11 კურსდამთავრებულს გადაეცა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი, 3 კურსდამთავრებულს კი ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი. ვულოცავთ ჩვენ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ წარმატებას.