განცხადებები
განცხადებები
2018 წლის 26 მაისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერენცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს.
განცხადებები
2018 წლის 21 მაისს, 16:30 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართება სამეცნიერო სექციის „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“ მორიგი ღონისძიება: კონფერენცია თემაზე „გრიგოლ ნოსელის ქრისტიანული ანთროპოლოგია“.
განცხადებები
2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს გაუძღვება პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი.
განცხადებები
25-26 აპრილს ასოცირებული პროფესორი გიორგი თავაძე ჩაატარებს სემინარს იმანუელ კანტის ნაშრომზე „მარადიული მშვიდობისაკენ“.
სემინარის დაწყების დრო: 11.00 სთ, მინი-საკონფერენციო დარბაზი ან შეხვედრების ოთახი
სემინარის გეგმა:
25 აპრილი
ნაშრომის შექმნის კონტექსტი
შესავალი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ
განმსაზღვრელი დებულებები მარადიული მშვიდობის შესახებ
პარალელები - თომას ჰობსი, ჟან-ჟაკ რუსო, თომას პეინი, თომას ჯეფერსონი, ჯონ ადამსი, ჯეიმს მედისონი, ჯონ როლსი
ისტორიის ტელეოლოგისტური გაგება კანტთან
26 აპრილი
ფილოსოფიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება
საჯარო სივრცის მნიშვნელობა კანტთან
პოლიტიკისა და მორალის თავსებადობა/შეუთავსებლობა
მარადიული მშვიდობა - იდეალი თუ განუხორციელებელი უტოპია?
განცხადებები
21 აპრილს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქიის მღვდელმთავრის, ეპისკოპოს საბა ინწკირველის საჯარო ლექცია თემაზე: "თანამედროვეობა და ეკლესია".
განცხადებები
განცხადებები
2018 წლის 21 მარტს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“.
განცხადებები
2018 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება ადრეული ეპოქის დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს.
განცხადებები
2018 წლის 8 თებერვალს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
განცხადებები
2018 წლის 7 თებერვალს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის იოახიმ ფონ ვედელის პროფესორად ინაუგურაციის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პროფ. ვედელი წაიკითხავს საინაუგურაციო მოხსენებას: „მითოსი პოლიტიკაში“.