სიახლეები

2016 წლის 29 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული აზროვნება და თანამედროვეობა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. 

29.11.2016

2016 წლის 19 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, მუდმივმოქმედი სემინარის „ქრისტიანობა და თანამედროვეობა“ ფარგლებში, გაიმართა პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“. მომხსენებელმა საფუძვლიანად გააანალიზა ტოლერანტობის ცნების მნიშვნელობა და წარმოადგინა მისი ისტორიულ-ფილოსოფიური კონტექსტი. მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში ტოლერანტობისა და განათლების ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე და, ასევე, მიუთითა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ მხრივ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები. მოხსენების დასასრულს გაიმართა ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსია. 

19.11.2016

2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

25.09.2016

2016 წლის 15 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის მოხსენება თემაზე: „ადრექრისტიანული აზროვნება და მისი როლი ორგანიზებული რელიგიის ფორმირების პროცესში“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ადრექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი ფიგურების პავლე მოციქულის, ირინეოს ლიონელის და ათანასე ალექსანდრიელის შესახებ და გამოკვეთა მათი წვლილი ქრისტიანობის, როგორც ორგანიზებული რელიგიის ჩამოყალიბების პროცესში. 

16.08.2016

2016 წლის 22 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა იორკის (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, რელიგიათმცოდნეს, ბატონ როლანდ შაინიძეს და კანადის ჯანდაცვის ფედერალური სამინისტროს კომუნიკაციის მენეჯერს, ბატონ რიჩარდ მატონს.

22.07.2016

2016 წლის 18 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე  - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“.

კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს.

19.07.2016

2016 წლის 11 მარტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

12.03.2016

2016  წლის 24 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა „ღია კარის დღე“. ღონისძიება გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

24.02.2016

2016 წლის 18 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი დამიან უამპლერი. ბატონ ატაშეს ახლდა ასევე აშშ-ს საელჩოს კულტურული პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი თამარ რთველიაშვილი.

17.06.2021

2016 წლის 12-13 თებერვალს, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზში/საფრანგეთი), გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - თეოლოგიის საწყისები და მიზეზთა წიგნი V-XVII საუკუნეებში“, რომელზეც მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე.

15.02.2016