გიორგი ხუროშვილი

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი 

დაიბადა 1988 წელს, ქ. თბილისში. 2006-2010 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, 2010 წელს დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი თემაზე: „სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების სამართლებრივ-ფილოსოფიური ასპექტები“ და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2008-2009 წლებში სწავლობდა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის (ჯერსი, გაერთიანებული სამეფო) პროგრამაზე „პროექტის მართვა“.

2010-2012 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე, 2012 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ლეო შტრაუსისეული მოდელი“ და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2011 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერებების განყოფილების მკვლევარი. 

2012 წელს ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე. 2014-2016 წლებში, ევროკავშირის პროექტ Erasmus Mundus-ის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სწავლობდა პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში (პოლონეთი). 2017 წლის იანვარში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“ (ხელმძღვანელები: პროფ. თ. ირემაძე, პროფ. ჰ. შნაიდერი), მიიღო შეფასება Summa cum laude და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.  

2013-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. 2016 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით. 

2016-2020 წლებში იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2021 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. 2015 წლიდან არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი, 2017 წლიდან არის არქივის დირექტორის მოადგილე. 

2017 წლის გაზაფხულის სემესტრში, ევროკავშირის პროგრამის (Erasmus+) აკადემიური პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში, ლექციებს კითხულობდა ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა, პოლონეთი).

გიორგი ხუროშვილი არის „ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიის“ მთავარი რედაქტორი და სამეცნიერო-პოპულარული ონლაინ პლატფორმის „პეტრიწის პორტალის“ მთავარი რედაქტორი.

ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, მან ქართულ ენაზე თარგმნა ფრენსის ბეკონის, ლეო შტრაუსის, ჰანა არენდტის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, ჯეიმს უილსონის, ბენჯამინ რაშის, ჰანს-გეროგ გადამერის, კალისტე უეარის, იოანე ზიზიულასის, ქრისტოს იანარასის და სხვათა ნაშრომები. 

გიორგი ხუროშვილის კვლევის სფეროებია: პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია.  

 

გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები (ავტორი/თანაავტორი):
  1. პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 8, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2018 წ.
  2. პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები, ტ. 2. სამეცნიერო სერია: ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები დღეს, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2017 წ. (თანაავტორი: გ. თავაძე).
  3. პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები, ტ. 1. სამეცნიერო სერია: ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები დღეს, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016 წ. (თანაავტორი: გ. თავაძე).
  4. იერუსალიმი და ათენი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კონტექსტი. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ. 
 
სტატიები:
  1. The Dispute Between Bruno Bauer and David Friedrich Strauss Over the Interpretation of Hegel`s Religious Conception. Edited by T. Iremadze, U. R. Jeck and H. Schneider, Bochum: Europäischer Universitätsverlag GmbH, 2021.
  2. ფედერალისტური წერილები - პოლიტიკური თეორია პრაქტიკაში; იხ: „უფლის ციხე“, # 5, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2019 წ., გვ. 72-75.
  3. იყალთოს აკადემია; იხ.: საქართველო. ენციკლოპედია, ტ. 4. თბილისი, 2019.
  4. კლიმენტ ალექსანდრიელის ქრისტიანული პლატონიზმი; იხ.: „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“. კრებულის რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი. „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 16-25.
  5. ბრუნო ბაუერისა და დავიდ ფრიდრიხ შტრაუსის დავა ჰეგელის რელიგიის კონცეფციის ინტერპრეტაციის შესახებ; იხ.: კრებული „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“, რედაქტორი: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 185-202.
  6. Conceptions of Political Thought in Medieval Georgia (David IV “the Builder”, Arsen of Ikalto), in: Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), ed. by T. Iremadze and U. R. Jeck, John Benjamins Publishing Company, Amsterdam/Philadelphia, 2018. p. 149-156.
  7. თანამედროვე უნივერსიტეტი და ლიბერალური დემოკრატია; იხ.: „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“, გამომცემლობა „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2018 წ., გვ. 105-115.
  8. ტოლერანტობა, ინტერკულტურალობა, სამოქალაქო ცნობიერება - ტოლერანტობის ბედი საქართველოში; იხ.: კრებული „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის - რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თბილისი, 2017., გვ. 78-81.
  9. ღვთისა და ადამიანის ქალაქთა კონფლიქტი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში; იხ.: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 176-185.
  10. ფრენსის ბეკონის „ახალი ატლანტიდა“-ს გაგებისათვის; იხ.: ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 5, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016 წ., გვ. 87-91. პ
  11. პოლიტიკა და რელიგია შუა საუკუნეების საქართველოში (დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენ იყალთოელი); იხ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016 წ., გვ. 71-86.
  12. ჰანა არენდტის პოლიტიკური აზროვნების საწყისები; იხ.: ჰანა არენდტი, „რა არის ხელისუფლება?“. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ., გვ. 7-15.
  13. ალექსანდრე ამილახვარი; „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე. თბილისი, 2014 წ., გვ. 64-73.
  14. დავით რექტორი და ახალი დროის ქართული აზროვნება; იხ: „უფლის ციხე“, # 3, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2014 წ., გვ. 86-90.
  15. იერუსალიმი და ათენი ფილოსოფიური ურბანისტიკის პერსპექტივიდან; იხ. თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, თბილისი, „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 30-44.
  16. Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought; in: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014., p. 97-101.
  17. იერუსალიმისა და ათენის რეცეფცია ტერტულიანედან ლეო შტრაუსამდე; იხ: „ლეო შტრაუსი, იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი.“ „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.
  18. გონება და გამოცხადება ამერიკელ განმანათლებელთა ნააზრევში; იხ: „ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში“. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.
  19. პლატონსა და ბიბლიურ წინასწარმეტყველთა შორის: ჰერმან კოჰენი და ლეო შტრაუსი იერუსალიმისა და ათენის შესახებ; იხ: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2012 წ., გვ. 153-160.
  20. გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში; იხ: „უფლის ციხე“, # 2, საქართველოს საპატრიარქო, თბილისი, 2012 წ., გვ. 65-70.
  21. Neo-conservatism in the USA from Leo Strauss to Irving Kristol; in: European Scientific Journal, February/special/ edition vol. 8, No.2; Edited by Jovan Shopovski, Dragica Vujadinovic; 2012; p. 80-85.
  22. ნეოპლატონური მოძღვრებები სულის შესახებ და მათი იოანე პეტრიწისეული კონტექსტი, იხ: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი - „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ - მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009 წ., გვ. 60-68.
 
სტატიები ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედიაში
  1. ალექსანდრე ამილახვარი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  2. თელავის სემინარია, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  3. იოანე შავთელი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  4. ისტორიის ფილოსოფია, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  5. გაიოზ რექტორი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  6. იყალთოს აკადემია, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  7. დავით რექტორი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  8. პლატონ იოსელიანი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  9. ნიკოლოზ I გულაბერისძე, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  10. ქრისტიანული ათნროპოლოგია, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  11. ქრისტიანული ჰერმენევტიკა, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
 
თარგმანი:

(წიგნად):

  1. მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) - მართლმადიდებელი ეკლესია და თანამედროვეობა, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა; რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი; თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
  2. ლეო შტრაუსი, ჰანს-გეორგ გადამერი - წერილები „ჭეშმარიტებისა და მეთოდის“ შესახებ. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 13. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2021 წ.
  3. მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) - მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია, ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა; რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  4. ქრისტოს იანარასი - „ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა; რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  5. უდო რაინჰოლდ იეკი - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე, თენგიზ ირემაძე;  თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  6. მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი; თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  7. დეკანოზი ჩად ჰეტფილდი, „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური  ხმა“.  ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა; რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თ. ირემაძე; თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  8. მიტროპოლიტი კალისტე (უეარი), „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა; კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ.
  9. ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“. ქართულად თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გიორგი ხუროშვილმა; ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 5, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016 წ.
  10. ჰანა არენდტი, „რა არის ხელისუფლება?“ ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 4,  გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ.
  11. ლეო შტრაუსი, „იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი“. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ.
  12. ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში. ინგლისურიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გიორგი ხუროშვილმა; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2013 წ.
  13. ლეო შტრაუსი, „რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“ ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო გიორგი ხუროშვილმა, გამომცემლობა „საუნჯე“, თბილისი, 2011 წ.

 

(კრებულებში):

  1. ჯაკომო რინალდი, „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვეობაში“; ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, კრებულში: „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“, რედ.: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 51-80.
  2. ჟილ მარმასი, „ჰეგელი და წარმართული რელიგიები: სად არის ჭეშმარიტება? სად არის საზღვარი?“; ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, კრებულში: „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“, რედ.: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 135-160.
  3. ნორბერტ ვასცეკი, „ჰეგელის ჩინებული ინტერპრეტაცია ემილ ფაკენჰაიმის მიერ: 'რელიგიური განზომილება ჰეგელის აზროვნებაში' (1967 წ.)“; ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, კრებულში: „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“, რედ.: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 219-254.
  4. იოახიმ ფონ ვედელი, „მომავალი დროის თეორიიდან აწმყო დროის თეორიამდე: ავგუსტინე და დღევანდელი პოლიტიკური აზროვნება“; ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა, კრებულში: ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი, რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ. გვ. 208-232.
 
რედაქცია/რეცენზია:
  1. რედაქტორი: თენგიზ ირემაძე - იოანე პეტრიწის ფილოსოფია. რედაქტორები: ლალი ზაქარაძე, გიორგი ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ.
  2. რედაქტორი: თენგიზ ირემაძე - ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  3. რეცენზენტი: გიორგი კაპანაძე - ქრისტიანული ფსიქოლოგია,  თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2021 წ.
  4. რედაქტორი: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება), რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020 წ.
  5. სამეცნიერო რედაქტორი: დეკანოზი ფილიპ ლემასტერსი - ევქარისტიული საზოგადოების პოლიტიკური დამოწმება და სოციალური მსახურება, ინგლისურიდან თარგმნა გიორგი კაპანაძე; სამეცნიერო რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), გიორგი ხუროშვილი; თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  6. რეცენზენტი: ვალტერ ბენიამინი - პოლიტიკურ-თეოლოგიური ფრაგმენტი (ქართულად თარგმნა თ. ირემაძემ); თენგიზ ირემაძე - განაზრებანი ვალტერ ბენიამინის პოლიტიკურ თეოლოგიაზე; გაბრიელ მარსელი - ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში (ქართულად თარგმნა ნ. კოპალეიშვილმა). თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2020 წ.
  7. რეცენზენტი: ჰანს-გეორგ გადამერი - ყოფიერება-სული-ღმერთი, ინგლისურიდან თარგმნა მიხეილ გოგატიშვილმა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2020 წ.
  8. რეცენზენტი: თენგიზ ირემაძე - იოანე პეტრიწი, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2019 წ.
  9. რედაქტორი: თენგიზ ირემაძე - შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად. რედაქტორები: ლალი ზაქარაძე, გიორგი ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  10. რედაქტორი: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი. კრებულის რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  11. რედაქტორი: მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო, ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა; რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), თენგიზ ირემაძე, გიორგი ხუროშვილი; თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ.
  12. რეცენზენტი: გურამ თევზაძე, ებრაელ ფილოსოფოსთა ინტერპრეტაციები საქართველოში, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2017 წ.
  13. რეცენზენტი: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში; კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016 წ.
  14. რედაქტორი: გიორგი თავაძე, ფილოსოფიური გეოგრაფია. ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები, სამეცნიერო სერია - ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია - ტ. 8: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.
  15. რედაქტორი: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Ireamdze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014.
  16. რედაქტორი: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, სამეცნიერო სერია - ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია - ტ. 6: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012.
  17. რედაქტორი: ბერნჰარდ ვალდენფელსი, გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა, ფრანგულიდან ქართულად თარგმნა დ. ლაბუჩიძემ, სამეცნიერო სერია - ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია - ტ. 8: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.