ბესიკ მაშავა

ფილოსოფოსი, ასისტენტ-პროფესორი

დაიბადა 1986 წელს ქ. რუსთავში. 2003-2007 წწ. სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა საინჟინრო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

2009-2013 წწ. სწავლობდა ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი თეოლოგიის სპეციალიზაციით.

2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „სულის შესახებ მოძღვრება ანტონ ბაგრატიონის ნაშრომში სპეკალი“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.

2018 წელს ჩაირიცხა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, სადოქტორო ნაშრომის თემა: „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური თეოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).

2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით. 

კვლევის ინტერესები: ბიზანტიური ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია და ახალი დროის ქართული ფილოსოფია.

გამოქვეყნებული ნაშრომები:

 სტატიები:

  1. „თეოდორე აბუკურა და მიქაელ საბაწმინდელის მარტვილობის ორი ძველქართული რედაქცია“, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020, გვ. 25-30.
  2. „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: გაიუს მარიუს ვიქტორინუსი“, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან: კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, გვ. 33-49.
  3. „ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას ბუნების თეოლოგია“, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/100
  4. „ამბროსი ნეკრესელი“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/104
  5. „ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი)“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/106
  6. „იოანე საბანისძე“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/112
  7. „გედევანიშვილი იონა“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/103
  8. „თეოდორე აბუკურა“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/105
  9. „ყაითმაზაშვილი ფილიპე“, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: http://encyclopedia.ge/ka/articles/102

 

რეცენზია:

  1. „ჯონ ლამორო: თეოდორე აბუკურა“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/43
  2. „სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე“ (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი: http://petritsiportal.ge/ka/article/93

 

საგაზეთო პუბლიკაცია:

  1. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, გაზეთში: „საპატრიარქოს უწყებანი“, #38 (თბილისი, 2018 წ.), გვ. 10-12.

 

თარგმანები:

  1. თენგიზ ირემაძე, „იოანე პეტრიწი“, ინგლისურიდან თარგმნა ბესიკ მაშავამ (სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 9), თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2019.
  2. ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 37-41.
  3. ქრისტიან ვილდბერგი, „დავითი“, იხ.: პეტრიწის პორტალი: http://www.petritsiportal.ge/ka/article/68