არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით

დაიბადა 1980 წელს ქ. თბილისში. 1997-2001 წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის კათედრის ლაბორანტად.

2002 წელს მიღებულ იქნა სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის ძმობაში მორჩილად. 2004 წლის 14 აგვისტოს მთავარეპისკოპოს ზენონის მიერ დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელი დიონისე.

2004 წლის 22 აგვისტოს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად. ამავე წლის 28 აგვისტოს  მთავარეპისკოპოს ზენონის მიერ დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზონად და განწესებულ იქნა სარკინეთის წმიდა ბასილი დიდისა და გომარეთის წმიდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრად.

2005 წლის სექტემბრიდან დამატებით ეძლევა მორჩილება და ინიშნება ქციის მარადქალწულ მარიამის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2010 წლიდან მთავარეპისკოპოს ზენონის მიერ გადმოყვანილ იქნა დმანისის სიონის საკათედრო ტაძართან არსებული მამათა მონასტრისა და ქ. დმანისის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.

2011 წლის 4 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვებულ იქნა გამშვენებული ჯვრით.

2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „იოანე ღვთისმეტყველი, როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.

2010-2016 წლებში მისი სტატიები ქვეყნდებოდა რელიგიურ ჟურნალ „კარიბჭეში“ და საზოგადოებრივ-რელიგიურ ინტერნეტ-ჟურნალ „ამბიონში“.

2017 წლის 11 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრით.

2018 წელს ჩაირიცხა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, სადოქტორო ნაშრომის თემა: „პავლე მოციქული, როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).

2018 წლის ნოემბრიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.

გამოქვეყნებული ნაშრომები

წიგნები:

  1. „ნანდვილვე აღდგა უფალი“, თბილისი, 2012.
  2. „ქადაგებები ცხრა ნეტარების, ათი მცნებისა და უდიდეს დღესასწაულთა შესახებ“, სერია - „მომქმედი მქადაგებელნი“, ტ. 5. „მთაწმინდა“, თბილისი, 2014.

 

სტატიები: 

  1. პავლე მოციქულის ქრისტიანული ფილოსოფიის მოძღვრება და მისი სპეციფიკა, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ნეკერი“, 2020 წ., გვ. 10-18.
  2. ქრისტიანული ფილოსოფიის ასპექტები ბოეციუსის თხზულებაში „ფილოსოფიის ნუგეში“, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან, კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 89-117.
  3. ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ურთიერთმიმართება იუსტინე მარტვილის მიხედვით, ჟურნალში „უფლის ციხე“, # 5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 32-36.
  4. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/138
  5. ღირსი ალექსი შუშანია, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/authors/10
  6. მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/96
  7. იოანე მინჩხი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/137
  8. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/95
  9. დეკანოზი ზაქარია გაბაშვილი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/94
  10. გაბრიელ მცირე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია http://www.encyclopedia.ge/ka/articles/92
  11. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება და ეპისტოლეები (სტრუქტურა და შინაარსი), იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/102
  12. იოანე ღვთისმეტყველის ცხოვრება და შემოქმედება, იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/94
  13. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი, იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/74
  14. ქრისტიანული ფილოსოფიის ასპექტები ბოეციუსის თხზულებაში „ფილოსოფიის ნუგეში“, იხ.: პეტრიწის პორტალი http://www.petritsiportal.ge/ka/article/64

 

თარგმანები:

  1. დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი, ფილოსოფია და თეოლოგია საეკლესიო კრებათა ეპოქის ბიზანტიური აზროვნების სისტემაში, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 17-27.
  2. ა. კარტაშევი, კონსტანტინოპოლის პატრიარქების სააპელაციო უფლების პრაქტიკა (2018 წ.) [იბეჭდება - 2022-2023 წწ.].
  3. ნეტარი ავგუსტინე, მასწავლებლის შესახებ (2017 წ.) [იბეჭდება - 2022-2023 წწ.].
  4. წმიდა ნიკოლოზ კავასილა, ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება, ჟურნალში: „კარიბჭე“, (თბილისი, 2010-2011 წწ.).