მთავარი მოვლენები

ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი)

17.07.2018

2018 წლის 13-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გამართა ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რომლის ფარგლებშიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლექციებისა და სემინარების ციკლი დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) შესახებ. ზაფხულის სკოლას უძღვებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. ლექცია-სემინარებზე განხილული იქნა ადრექრისტიანული ფილოსოფიის საფუძველმდებარე იდეები და კონცეფციები, „ნელი კითხვის“ მეთოდით განხორციელდა ავგუსტინეს, ბოეციუსისა და ვიქტორინუსის ტექსტების ანალიზი. სკოლის ფარგლებში, ასევე, მოხსენებები წარმოადგინეს არქიმანდრიტმა დიონისე გვიმრაძემ, ნიკოლოზ კაპალეიშვილმა და ბესიკ მაშავამ. ზაფხულის სკოლაში მანაწილეობდა საქართველოს 14 უნივერსიტეტის 50-მდე (ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის) სტუდენტი. ზაფხულის სკოლის დასასრულს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.