მთავარი მოვლენები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“

24.09.2017

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე წაკითხული იქნა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II- და საქართველოს პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის მისასალმებელი წერილები. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილმა უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენციას თავმჯდომარეობდა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფესორი თენგიზ ირემაძე.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:

პროფ. ჰელმუტ შნაიდერი  - კასელის უნივერსიტეტი, (გერმანია), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (თბილისი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტი (ფოთი)

  •  „ჰეგელის პირველი ლექცია რელიგიის ფილოსოფიის შესახებ ბერლინში, 1821 წლის ზაფხულის სემესტრში“

პროფჯაკომო რინალდი  - ურბინოს უნივერსიტეტი (იტალია)

  • „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის მნიშვნელობა თანამედროვეობაში“

პროფ. ტომ კლეფმანი - კასელის უნივერსიტეტი (გერმანია)

  •  „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, როგორც რელიგიათა ქრისტიანული თეოლოგია“

ასოცპროფ. გიორგი ხუროშვილი - ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

  • „ბრუნო ბაუერისა და დავიდ ფრიდრიხ შტრაუსის დავა ჰეგელის რელიგიის კონცეფციის ინტერპრეტაციის შესახებ“

პროფ. ნორბერტ ვასცეკი  - უნივერსიტეტი პარიზი VIII (საფრანგეთი)

  • „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიის გამორჩეული ინტერპრეტაცია ემილ ფაკენჰაიმის მიერ“

პროფ. ჟილ მარმასი - პუატიეს უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

  • „ჰეგელი და წარმართული რელიგიები: სად არის ჭეშმარიტება, სად არის საზღვარი?“

პროფ. გიუნტერ კრუკი - მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტი (გერმანია)

  • „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. ჰეგელი რელიგიის ჭეშმარიტების თაობაზე თავის ადრეულ და გვიანდელ კონცეპტებში რელიგიის შესახებ“

პროფ. გიორგი ბარამიძე - ახალი საქართველოს უნივერსიტეტი

  •  „ღმერთი რელიგიურ ცნობიერებაში“

პროფმიხეილ გოგატიშვილი - ახალი საქართველოს უნივერსიტეტი (ფოთი), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (თბილისი)

  • „სახელმწიფოს კონსტრუირების რელიგიური პრინციპი ჰეგელის რელიგიის ფილოსოფიაში“

პროფ. ლალი ზაქარაძე -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი (ფოთი)

  • „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია და რუსული სახელმწიფოს მოწყობის იდეა“