მღვდელი სვიმონ ბუკია

ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით

1998-2003 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობაზე.

2004-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებლის კვალიფიკაცია.

2011-2013 წლებში ასწავლიდა ფოთის გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში „მართლმადიდებლური ეკლესიების ისტორიას“. 2013-2016 წლებში ასწავლიდა „მართლმადიდებლურ ასკეტიკას“.

2010-2012 წლებში იყო ფოთის მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძრის დიაკონი. 2012-2015 წლებში იყო ამავე ტაძრის მღვდელმსახური. 2016 წლიდან მსახურობს ფოთის წმ. ნიკოლოზის (ნინოშვილის უბ.) ტაძარში.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თეოლოგიის მიმართულებით.