მთავარი მოვლენები

2018 წლის 9 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეარისათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია, რომლის ფარგლებშიც მიტროპოლიტმა კალისტემ წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე „შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა“. საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემოსვანეთის და გურიის ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლები.

09.10.2018

2018 წლის 18-19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში - რუსული ევრაზიიზმის იდეა“. კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში უკრაინის ელჩი ბ-ნი იგორ დოლოგოვი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ბ-ნი იოშ დოუმა და ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია. 

19.09.2018

2018 წლის 13-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გამართა ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რომლის ფარგლებშიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ლექციებისა და სემინარების ციკლი დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) შესახებ. ზაფხულის სკოლას უძღვებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. ლექცია-სემინარებზე განხილული იქნა ადრექრისტიანული ფილოსოფიის საფუძველმდებარე იდეები და კონცეფციები. 

17.07.2018

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი.  კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილმა უცხოელმა მკვლევარებმა.

 

24.09.2017

2016 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

25.09.2016

2015 წლის 3 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველოს საპატრიარქო), კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

 „თავისუფლების იდეა ღვთისმეტყველებაში, ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში“.

04.09.2015

2014 წლის 28-29 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში".

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

30.11.2014