დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია

ასისტენტი თეოლოგიის მიმართულებით

დაიბადა 1976 წელს ქალაქ ფოთში. 1999–2002 წლებსი სწავლობდა ქ. ფოთის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიაში.

2002 წლის 19 დეკემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა დიაკვნად, ხოლო 2003 წლის 21 სექტემბერს კი მღვდლად და დაინიშნა წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვრად.

2005–2007 წლებში მსახურობდა კუნძულის უბნის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში. 2007–2010 წლებში მსახურობდა ნაბადის უბნის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიაში. 2010 წლიდან დღემდე მსახურობს ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. 2013 წლის 19 დეკემბერს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.

2003–2015 წლებში ასწავლიდა კატეხიზმოს ქ. ფოთის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორულ სკოლაში.

2009-2015 წლებში ასწავლიდა დოგმატურ ღვთისმეტყველებას ქ. ფოთის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის საღვთისმეტყველო-კატეხიზატორულ სკოლაში.

2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე. 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა ნემესიოს ემესელის ნაშრომში ბუნებისათვის კაცისა“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.

2018 წელსვე ჩაირიცხა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, სადოქტორო ნაშრომის თემა: „ნემესიოს ემესელის ქრისტიანული ანთროპოლოგია და ქართული აზროვნება“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე).

2018 წლის ნოემბრიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტი თეოლოგიის მიმართულებით.