ნარგიზ თავართქილაძე

ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი

1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1989 წელს დაასრულა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საქართველოს პედაგოგიკის ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტურა.

1984-1986 წლებში იყო თბილისის 34-ე ტექნიკური სასწავლებელის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მოგვიანებით, 1986-1992 წლებში ოზურგეთის რაიონის სკოლებში (ნაგომრი, ბოხვაური) ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

1999-2002 წლებში იყო წმ. ნინოს სახელობის კატეხიზატორული სასწავლებელის ძველი ქართული ლიტერატურის მასწავლებელი, 2003-2004 წლებში წმ. ნინოს სახელობის თეკლათის დედათა მონასტერთან არსებული გოგონათა სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

2004-2006 იყო ალექსანდრე კუჭუხიძის სახელობის საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის პედაგოგი.

2013 წლიდან არის წმ. ალექსი ბერის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოლოგიის მიმართულებით.