გიორგი ჭანიძე

ფილოსოფიის დოქტორანტი, ასისტენტი

განათლება:

2021 წლიდან დღემდე სწავლობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე.

2018-2020 წწ. მაგისტრი: ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალიზაცია: ფილოსოფია. სამაგისტრო ნაშრომის თემა: „რწმენისა და ცოდნის ურთიერთმიმართების პრობლემა გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის იენის პერიოდის (1801-1807 წწ.) ნაშრომებში“, ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე.

2013-2018 წწ. ბაკალავრი: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალიზაცია: ხელოვნებათმცოდნეობა.

სამუშაო გამოცდილება:

2021 წლიდან: ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტი.

2019 წ.: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი.

2018 წ.: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის სტაჟიორი.

ამჟამინდელი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესები:

ქრისტიანული ფილოსოფია, ეპისტემოლოგია (ცოდნის თეორია), რელიგიის ფილოსოფია, კონტინენტური ფილოსოფია, ხელოვნების ფილოსოფია, ამერიკული ფილოსოფია, მართლმადიდებლური აზრის ისტორია

თარგმანები:

  1. ნარკვევები ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რედ. თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ. 
  2. ჯაკომო რინალდი, XX საუკუნის იტალიური ფილოსოფია: მოკლე გადმოცემა და კრიტიკული შეფასება, რედ. თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ.
  3. ჯოსაია როისი, ბუნებითი უფლებები და სპინოზას ნარკვევი თავისუფლების შესახებ
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/103
  4. ალვინ პლანტინგა, შეგვიძლია თუ არა ღმერთის შესახებ საუბარი და აზროვნება?
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/92
  5. ჯეიმს მედისონი, ვინ არიან ხალხის თავისუფლებათა საუკეთესო მცველნი?
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/72
  6. ჯონ როულსი, პოლიტიკური ფილოსოფიის ოთხი ფუნქცია
    იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/65

რეცენზიები:

იუჯინ ნაგასავა, მაქსიმალური ღმერთი: სრულყოფილი არსების თეიზმის ახალი დაცვა, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/105