გოჩა ბარნოვი

თეოლოგი, თეოლოგიის დოქტორი

1979-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, 1996-1998 წლებში კი სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 

1988–1994 წლებში იყო თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის „ეგრისის“ თანამშრომელი. 

1998–2003 სწავლობდა ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, 2003-2007 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი, სამაგისტრო თემა: „კირილე ალექსანდრიელის ანთროპოლოგია იოანეს სახარების კომენტარების მიხედვით“.

2007–2015 წლებში იყო ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, სადოქტორო თემა: „იპოლიტე რომაელის ესქატოლოგია“, აქვე მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 

2012 წლიდან არის თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის პედაგოგი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

გოჩა ბარნოვის კვლევისა და სწავლების სფეროებია: დოგმატური ღვთისმეტყველება, საეკლესიო სამართალი.

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

სტატიები:

  • „ღვთის ძის განკაცება წმინდა კირილე ალექსანდრიელის მიხედვით“, «Ἡ ἐνανθρώπηση τοῦ Υἱού τοῦ Θεοῦ κατά τὸν Ἅγιο Κύριλλο Ἀλεξανδρείας», ἐν Ἅγιος Σπυρίδων, τευ. Γ΄, έτος Α΄, 2013, σσ. 81-86
  • .„ღმერთის შემეცნება გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორე თეოლოგიურ სიტყვაში“, «Ἡ γνώση τοῦ Θεοῦ στόν Θεολογικόν Β΄ τοῦ Γρηγορίου τοῦ Θεολόγου», ἐν Ἅγιος Σπυρίδων, τευ. Δ΄, έτος Β΄, 2014, σσ. 15-19.

თარგმანები:

  • იოანე ზიზიულასი, „შემეცნება და რწმენა“, იხ.: „გული გონიერი“, №6, გვ. 23–62.
  • იოანე ზიზიულასი, „ნიღბიდან პიროვნებამდე“, იხ.: „გული გონიერი“, №7, გვ. 25–67.
  • სტილიანოს პაპადოპულოსი, „თეოლოგია და ენა“, იხ.: „გული გონიერი“, №8, გვ. 67–114; №9, გვ. 132–173; №10. გვ. 133–153; №11. გვ. 122–143.