გიორგი თავაძე

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

დაიბადა 1986 წელს ქ. ფოთში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ფოთის ნ. ნიკოლაძის სახ. გიმნაზია. იმავე  წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა (ფილოსოფოსის კვალიფიკაციით).

2008-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით - „სიცოცხლის ფილოსოფია“. 2010 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თანამედროვეობის კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშეს ‘კერპების მწუხრში’ “ (ხელმძღვანელი - პროფ. თენგიზ ირემაძე).

2011 წელს მოიპოვა როლფ და ურსულა შნაიდერების სამეცნიერო–კვლევითი გრანტი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში,  2011 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, იმყოფებოდა ვოლფენბიუტელში (გერმანია), ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო თემის დასამუშავებლად.

2010-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ფილოსოფიის სპეციალობით). 2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი).

2008 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორატის წევრი, ხოლო 2010 წლიდან - ამავე ინსტიტუტის თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის განყოფილების წევრი.

2013 წლის ნოემბრიდან არის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

2015 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე იმყოფებოდა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი) ევროკავშირის პროექტ ERASMUS-ის ფარგლებში.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის (ფოთი) ასოცირებული პროფესორი.

კვლევის ინტერესები: პოლიტიკური ფილოსოფია, სოციალური თეორიები, პოლიტიკური სოციოლოგია, მორალის ფილოსოფია, ფილოსოფიური გეოგრაფია, ადგილებისა და სივრცეების სოციოლოგია.

 

მონოგრაფიები:

1. პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები (გ. ხუროშვილთან ერთად), ორ ტომად. ტ. 1: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016 წ., 142 გვ.; ტ. 2: თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2017 წ., 146 გვ.

2. ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016 წ., 360 გვ.

3. შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან. თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013 წ., 250 გვ., ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 
 

გამოქვეყნებული სტატიები:

ფილოსოფოსი გამოქვაბულიდან: მერაბ მამარდაშვილი თავისუფლების შესახებ, იხ. „თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 164-178.

გელათი როგორც კავკასიური ფილოსოფიის საკვანძო ტოპოსი და მისი მნიშვნელობა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის, იხ. „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 179-193.

ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო: რუსეთის ძალადობრივი სივრცობრივი პოლიტიკა // „ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2015 წ., გვ. 69-96.

Place as Gathering: Building, Care, and Dwelling, Environmental & Architectural Phenomenology, vol. 26 (2015), pp. 6-8.

ჯონ დიუი - რადიკალური დემოკრატიის მესიტყვე. იხ.: ჯონ დიუი, „თავისუფლება და კულტურა", ინგლისურიდან თარგმნა გიორგი თავაძემ, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ., გვ. 6-18.

New Russian imperialism and Georgia: violent spatial practices, disrupted places, and destabilized spaces, European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 127-136.

უადგილობის საფრთხე: ადგილები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში, „უფლის ციხე", 3 (2014), გვ. 103-110.

ურბანული სოციოლოგიის ორი პოლუსი: ‘მშვიდობიანი’ ურბანიზმიდან ‘ახალ სამხედრო ურბანიზმამდე’ (გეორგ ზიმელილუის ვირთისტივენ გრეჰემი)იხ. თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, თბილისი, „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 97-121.

Watsuji Tetsurô’s Climatic Philosophy and its Importance to Philosophical Geography, in: Philosophie und Sozialtheorie (series editors: Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider), Bd. 1: Leben verstehen, 2014, pp. 103-109.

რუკების ძალა. გელათი და კავკასიური ფილოსოფიის ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში, სამეცნიერო სერია: “აღმოსავლეთი და დასავლეთი - კულტურათა დიალოგი“, ტ. 2, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013, 52 გვ.

Empirical Dimension of Philosophical Geography, European Scientific Journal, special edition, vol. 2 (December, 2013), pp. 522-527.

Land and Sea: Carl Schmitt’s Philosophical Geography, European Scientific Journal (2013, July Special Edition), pp. 44-53.

მარტინ ჰაიდეგერი და ვაცუჯი ტეცურო: ადგილი, სივრცე და კლიმატიიხ.: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თენგიზ ირემაძე და გურამ თევზაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 133–152. 

თომას პეინი – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, იხ.: თომას პეინი, „საღი აზრი“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 9–22. 

მერაბ მამარდაშვილის რეცეფცია უცხოეთში (ფილოსოფიური ენციკლოპედიები და ლექსიკონები), იხ.: „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 76–92.

ადამიანი–დინამიტი. ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნება და მისი ამოცანაEcce homo–ს მიხედვით, იხ.: ფრიდრიხ ნიცშე: „Ecce homo“, რჩეული თხზულებები, ტომი 1, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 227–242.

არისტოტელეს რეცეფცია ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევში, იხ.: “Philosophy in Global Change”, Jubilee volumededicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by Tengiz Iremadze in collaboration with Helmut Schneider and Klaus J. Schmidt, Tbilisi, “Nekeri”, 2011, pp. 307-317.

ნიცშეს ფილოსოფიის გაგების მეტაკრიტიკისათვის – გრიგოლ რობაქიძისა და დავით კასრაძის პოლემიკა ნიცშეს თანამედროვე კვლევების კონტექსტში, იხ.: „გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება“, რედაქტორები: მამუკა თავხელიძე, თენგიზ ირემაძე, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 44–58.

თავისუფლების პრობლემა ჰერბერტ სპენსერთან ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების კონტექსტში, იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე: „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ (შარლ–ლუი მონტესკიე, ჟან–ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი)“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 62–90.

ფილოსოფიური გეოგრაფია – ახალი მეცნიერული დისციპლინის დაფუძნების შესახებ, იხ.: „ახალი სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010 წ., გვ. 29–31.

კარლ შმიტის ‘პერსპექტივისტული’ ფილოსოფიური გეოგრაფია, იხ.: კარლ შმიტი, „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო–ისტორიული განაზრება“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 7–44.

ფილოსოფიური გეოგრაფია (მნიშვნელობა, თანამედროვეობა, პერსპექტივები), იხ.: ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია“, თბილისი, გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 22–43.

ქართულ სინამდვილეში ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის გადააზრების შესახებ, იხ.: „საზოგადოება, ცოდნის ტრანსფორმაცია, ფილოსოფია“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009 წ., გვ. 83–87.

ინტელექტის თეორიები გერმანელ დომინიკანელთა სკოლაში XIII-XIV საუკუნეებში (ალბერტ დიდი, დიტრიხ ფრაიბერგელი, ბერთოლდ მოსბურგელი), იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა, თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორ–შემდგენელნი: გიორგი ბარამიძე, მიხეილ გოგატიშვილი, ლალი ზაქარაძე, უდო რაინჰოლდ იეკი, დუეინ ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009 წ., გვ. 69–78. 

უნივერსიტეტი, როგორც კულტურული ცენტრი, იხ.: „ქართული აზროვნება, განათლების პრობლემები, ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008 წ., გვ. 30–34. 

 

თარგმანები:

ჰელმუტ შნაიდერი, „ტრინიტარული თეოლოგიის განვითარება და მისი კულმინაცია ავგუსტინესთან“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 82-118.

ტომ კლეფმანი, „დრო და მარადისობა ავგუსტინეს მიხედვით“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 119-143.

უდო რაინჰოლდ იეკი, „ლოკალიზაცია _ სული _ ტვინი. შუა საუკუნეების ტვინის ფილოსოფიის საწყისები ავგუსტინესთან“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 144-175.

ეიდენ ნიქოლსი, „ქრისტოს იანარასი და თეოლოგიური ეთიკა“, თარგმანი ინგლისურიდან, იხ. „უფლის ციხე", 4 (2017), გვ. 25-35.

უდო რაინჰოლდ იეკი, „რაიმონ ლული ტუნისში“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „უფლის ციხე", 4 (2017), გვ. 48-53.

თენგიზ ირემაძე. „რელიგია - შემწყნარებლობა - სახელმწიფო“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“,  2016 წ. 

იოახიმ ფონ ვედელი, „გათავისუფლება, როგორც მეორედ მოსვლის ჩამანაცვლებელი“, თარგმანი ინგლისურიდან, იხ. „თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 118-137.

ჰელმუტ შნაიდერი, „ვინ არის დიონისე არეოპაგელი?“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 21-36.

უდო რაინჰოლდ იეკი, „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია XIX საუკუნის ევროპული აზროვნების კონტექსტში“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 113-148.

ჯონ დიუი, „თავისუფლება და კულტურა“, თარგმანი ინგლისურიდან, თბილისი:  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ.

ჰელმუტ შნაიდერი, “უტოპიური ქალაქის სიმბოლიკა“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი (რედ.), “ფილოსოფიური ურბანისტიკა“, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 14-29.

თენგიზ ირემაძე, „ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013 წ.

ბერნჰარდ ვალდენფელსი, „ეთიკა სხვისი პერსპექტივიდან“, თარგმანი გერმანულიდან, იხ. ბერნჰარდ ვალდენფელსი, „გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა“, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013 წ., გვ. 9–16. 

ჰელმუტ შნაიდერი, „ძენ-ბუდიზმის ესთეტიკა. ვაბი-საბი და მშვენიერების ევროპული იდეა“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ. 

თომას პეინი, „საღი აზრი“, თარგმანი ინგლისურიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012 წ.

ჰელმუტ შნაიდერი, „მშვენიერება, ჭეშმარიტება და თავისუფლება ხელოვნებაში. განაზრებები ჰეგელზე დაყრდნობით“, თარგმანი გერმანულიდან, იხ.: „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 155–174.

ფრიდრიხ ნიცშე, „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 წ.

კარლ შმიტი, „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო–ისტორიული განაზრება“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ.

ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია“, თარგმანი გერმანულიდან, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 წ.